საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პლატფორმის etwinning-ის პროექტში - „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“ აქტიურად მონაწილეობდნენ.

პროექტში ბავშვები პედაგოგის მზია ცერცვაძის ხელმძღვანელობით იყვნენ ჩართულები.

სკოლამ წარმატებით განხორციელებული პროექტისთვის ხარისხის ნიშანი მიიღო.

მასწავლებელი - მზია ცერცვაძე და მონაწილე მოსწავლეები: თამთა გუგუნაშვილი, ანდრია გელიაშვილი, მარიამ ღარიბაშვილი, ლაზარე მაღალდაძე , გიორგი გივიაშვილი, ნიკოლოზი მამუკაშვილი, რევაზ ყველაშვილი, თეკლა გელიაშვილი და ლიზი გივიაშვილი კი პროექტისთვის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203