მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ მიულოცეს
06-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

დაწყებითი საფეხურის ბავშვებმა მასწავლებლებს ამ ძვირფასი დღის აღსანიშნავად, ღონისძიება ჩაატარეს. ბავშვებმა პედაგოგებს სიმღერები და ლექსები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები და დამოკიდებულება მასწავლებელთა ღვაწლისადმი წრფელი სიტყვებით გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203