ახალსოფლის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
06-10-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება მრავალფეროვანი და სანახაობრივი იყო. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს. 

მის მიმდინარობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შეკრებილ საზოგადოებას სკოლის იუბილე და მასწავლებლის საერთაშორისო პროფესიული დღე მიულოცეს. 

საზეიმო ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი პედაგოგები გაიხსენეს, სტუმრებს სკოლის ისტორია ფოტო ამბებით გააცნეს და თემატურ ნომრებში, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203