მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით მიულოცეს.
ამ დღის აღსანიშნავ აქტივობებში სკოლის ყველა კლასმა სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოაწყო. ბავშვებმა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივის - „ერთი წუთი ჩემს მასწავლებელზე“ ფარგლებში ვიდეორგოლი გადაიღეს; ასევე საყვარელ მასწავლებლებს მისწერეს წერილები, მიუძღვნეს ნახატები და მისალოცი ღია ბარათები დაამზადეს.
მრავალფეროვანი ღონისძიებების ფარგლებში მე-12 კლასის მოსწავლის, საბა ჩიტაშვილის მიერ შესრულებული ქართველი მწერლების პორტრეტების გამოფენა/პრეზენტაცია სახელწოდებით - „ჩვენი დიდი მასწავლებელები“ მოეწყო.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი სპორტულ გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტებით“ დაასრულეს პოზიტიური და სასიამოვნო აქტივობებით დატვირთული დღე.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ფოტო: