გომაროს საჯარო სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსები წაუკითხეს და სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს, რითაც ისინი ძალიან გაახარეს.
სკოლის დირექტორმა თენგიზ გობაძემ კი მათ კარიერული წინსვლა უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: