„ასეთი ტიპის კონკურსები სტიმულის მიმცემია ბავშვებისთვის“- ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ინტერესით ჩაერთნენ
06-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეები დისტანციურ კონკურსში დიდი ინტერესით მონაწილეობენ და მის დაწყებას ყოველ წელს მოუთმენლად ელიან.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ბავშვებს წარმატებებს უსურვებენ და ინტელექტ-ჩემპიონატში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

„ასეთი ტიპის კონკურსები სტიმულის მიმცემია ბავშვებისათვის. იზრდება სწავლისადმი ინტერესი. წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი გადაეცა.

ვანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ვანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203