გეგელიძეების საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელმა, ელენე კეკელიძემ ისტორიის მასწავლებლის როლი მოირგო და თანატოლებს გაკვეთილი ჩაუტარა
06-10-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აქტივობა მიეძღვნა. 

„პროფესია მასწავლების“ თემის ფარგლებში მე-7 კლასის მოსწავლე ელენე კეკელიძემ ისტორიის მასწავლებლის როლი წარმატებით მოირგო და თანატოლებს გაკვეთილი ჩაუტარა. 

აქტივობა პედაგოგ თამილა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

გაკვეთილი სასკოლო კლუბში - studentsvision არსებული რესუსების გამოყენებით ჩატარდა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203