კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მასწავლებლის დღეს სკოლის ადმინისტრაციის ფუნქციები შეასრულეს
06-10-2022

ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლის ადმინისტრაციის ფუნქციები შეასრულეს. 

მათ დირექტორის, ხარისხის მართვის მენეჯერის, დისციპლინარული საბჭოს და დირექტორის მოადგილეების როლები წარმატებით მოირგეს. მათ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე საათები გადაინაწილეს, შემდეგ კი გაკვეთილები ჩაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა და მან სკოლაში ტრადიციული სახე მიიღო. 

„დავითიანის“ დირექცია თვითმმართველობის წევრებს დიდ მადლობას უხდის. 

„მასწავლებლებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს. დღის ბოლოს, სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ პედაგოგს სკოლის დირექტორის ფუნქციის შემსრულებელმა „ოქროს სიგელი“ გადასცა. ჩატარდა შემეჯამებელი თათბირი და ანგარიში წარედგინა  სკოლის დირექციას“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203