„მასწავლებლობა ყველაზე ღირსეული პროფესიაა“- დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგისა და მოსწავლის მილოცვა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით
06-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო შედეგიანს ხდის.
მე-7 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ქავთარაძემ პედაგოგის, მაია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა. ანასტასიამ სხვადასხვა ნივთიერებების მოლეკულის მოდელი დაამზადა, რის შემდგომაც საყვარელ პედაგოგს პროფესიული დღე ლექსით მიულოცა.
ანასტასიას წრფელ სიტყვებს, თავად მაია ჩხიკვაძე შეუერთდა, რომელმაც თავის მხრივ, საკუთარ პედაგოგებს, რომლებმაც პროფესია - მასწავლებელი შეაყვარეს მადლობა გადაუხადა.
„ვულოცავ პირველ რიგში ჩემს მასწავლებლებს: ლილი ჩხაიძეს, რომელმაც ჩემი პროფესია შემაყვარა და არა მარტო მე... როლანდი წიტაიშვილს მაღალი რანგის მათემატიკოსს, გიული ჩხიკვაძეს, უძლიერეს ფილოლოგს, საყვარელ მასწავლებელს, მათი თაობის ყველა პედაგოგს.
ვულოცავ დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგებს, განსაკუთრებით კი იმ პედაგოგებს, რომელთა შრომა და ღვაწლი აუწონელია მომავალი თაობის აღზრდის პროცესში: ნანული ჩხიკვიშვილს, ლიანა გიორგაძეს, ლეილა ცინცაძეს, გოგი ჩხიკვაძეს.
მასწავლებელში ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ, პირველ რიგში მოსწავლეების მიმართ გამოხატულ სითბოს, მზრუნველობას, გულწრფელობას, პროფესიონალიზმთან ერთად. ამიტომ ჩემი ეტალონი მასწავლებლები, აწ განსვენებული - ლიანა თოდუა და ლილი ჩხაიძე გახლავთ.
მასწავლებლობა ყველაზე ღირსეული პროფესიაა პროფესიათა შორის. მადლობა, ათასჯერ მადლობა მასწავლებელო“, - ვკითხულობთ პედაგოგ მაია ჩხიკვაძის ემოციურ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს