ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი კირკიტაძე პროფესიული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი კირკიტაძე დაჯილდოვდა. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განსაკუთრებული წარმატებისთვის აჭარის 70 პედაგოგი დააჯილდოვა. სწორედ მათ შორის იყო ნანი კირკიტაძეც.
ის განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე გამუდმებით ზრუნავს.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, დირექტორი ტარიელ მიქელაძე პედაგოგს ამ მიღწევას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები: