მასში მოსწავლეები - მარიამ მიქაძე ( მე-8ა კლასი), ელისაბედ ხურციძე (მე-7ა კლასი), მარიამ გურული (მე-6ა კლასი), ელენე ვაჩეიშვილი (მე-6ა კლასი), ელისაბედ გამთენაძე (მე-9ა კლასი) და ლილე ბუაძე (მე-5ა კლასი) ჩაერთნენ.
მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სათქმელის მატარებელია. ისინი „ბავშვთა საერთაშორისო ფონდის“ გვერდზე აიტვირთა.
კონკურსის დებულების თანახმად, ყველა ნამუშევარი გალერეაში განთავსდება. გამარჯვებულები კი 3 ასაკობრივ ჯგუფში -
სასკოლო ასაკამდე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, გამოვლინდებიან.
ჟიურის გადაწყვეტილება 15 ნოემბრამდე გამოცხადდება.