ქუთაისის N40 სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლიპარტელიანი და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
2022 წლის ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი მასწავლბელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
სკოლაში პედაგოგების მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. ასევე, თითოეულ პედაგოგს პროფესიულ დღეს ულოცავენ.
„ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს და მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და თანამოაზრეობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: