
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს.
თემის ამოწურვის შემდეგ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დავალებით, მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიის საღამო. მოიძიეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და გააკეთეს სასურველი ლექსების პრეზენტაცია. მოსწავლეებს ევალებოდათ მხატვრული კითხვა, ემოციურობა და პრეზენტაბელურობა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ამ დღის სამახსოვროდ, მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩნა-განვითარებას ცდილობენ.
იხილეთ ფოტოები: