მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-10-2022

ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს, წაიკითხეს ლექსები, ასევე ისაუბრეს, ამ დღის დაარსებაზე, მასწავლებელთა კეთილშობილ მისიასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მათ ღვაწლსა და ამაგზე. ღონისძიების ბოლოს კი მასწავლებლებს კონვერტებით მისალოცი ბარათები გადასცეს. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203