საბეჭისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა
06-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ​ლექსებით მიულოცეს​ და მათი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს. (ღონისძიების ორგანიზატორი ნ.ხოზრევანიძე).

აღსანიშნავია, რომ საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგები კეთილშობილურ მისიას სიხარულით ასრულებენ და ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203