იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მასწავლებლის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
05-10-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ გოარ თოროსიანის ხელმძღვანელობით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს.

პირველკლასელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს. პირველ მასწავლებელს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მასწავლებლის დღე 28 წლის წინ - 1994 წელს იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წყალობით დაარსდა. წინაპირობა გახდა დოკუმენტი მასწავლებელთა სოციალური სტატუსის შესახებ, რომელსაც ხელი პარიზში მოეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203