„შრომა ნაყოფზე და ნაყოფი შრომაზე უნდა იყოს დამოკიდებული“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ბეშთაშენის საჯარო სკოლაში
05-10-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და ამასთან, საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, ბეშთაშენის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ციალა ფუტკარაძის, მაია შამანაძისა და დიანა პაქსაძის ინიციატივით, თემაზე - „შრომა ნაყოფზე და ნაყოფი შრომაზე უნდა იყოს დამოკიდებული“ ღონისძიება ჩატარდა. 

გაერთიანებული ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღესა და შემოდგომას მიეძღვნა და სკოლის ეზოში გაიმართა. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლექსები და ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203