განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღეს გამოფენა მიუძღვნეს 
05-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

ბავშვებმა მასწავლებლის, ვანიკ თევანიანის დახმარებით, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი პატარა გამოფენა მოაწყვეს.

მოსწავლეებმა პედაგოგებს საკუთარი ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს.

„მასწავლებელი“ - სიტყვა, რომელიც ასოცირდება განათლებასა და მეცნიერებასთან, ნიშნავს მზრუნველობას, სინაზეს და სიყვარულს. სიტყვა, რომლის დახმარებითაც საზოგადოებისთვის ღირსეულ ადამიანებად ვფორმირდებით. 

მასწავლებლებო, გილოცავთ თქვენს დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, იყავით კეთილი, მომთმენი და ყოველთვის გაიღიმეთ. დიდხანს იცოცხლეთ, რადგან ერი თქვენი დახმარებით არის ცოცხალი. სანამ არსებობენ მასწავლებლები, იარსებებს ასევე ერი, ქვეყანა და საზოგადოება“, - ვკითხულობთ მოსწავლეების ემოციურ მისალოც ბარათებში.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203