დარკვეთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს პედაგოგმა, ანა ქავზინაძემ სწავლის პირველი დღე დღესასწაულად უქცია
06-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

მოსწავლეებს პედაგოგმა ანა ქავზინაძემ ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა. მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად სწავლის დაწყების აღსანიშნავად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ანა ქავზინაძემ, რომელიც მეხუთეკლასელების სწავლა - განათლებაზე დაუღალავად ზრუნავს, მოსწავლეებს სწავლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა.

„გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. დარკვეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად... სიყვარულით, წარმატებებით და საინტერესო ცხოვრებით გევლოთ!“, - ვკითხულობთ პედაგოგის, ანა ქავზინაძეს მისალოც წერილში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203