სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრება „პირველკლასელთა აკადემიით“ დაიწყეს - პედაგოგმა ბავშვებს ძვირფასი საჩუქარი საზეიმოდ გადასცა
05-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ცოდნის სამყაროში მოგზაურობა უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემია“ დაიწყეს.
სასკოლო ცხოვრების პირველივე დღეს ბავშვებს ძვირფასი საჩუქარი პედაგოგმა საზეიმოდ გადასცა. პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.
წიგნი - რვეული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვისთვის სკოლის და სწავლის შეყვარება, პირველკლასელებს სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება.
„ეს საჩუქარი მათ მართლაც, დაეხმარებათ, რაც შეიძლება უკეთ და ხალისით შეისწავლონ ქართული ანბანი და გაიღრმავონ ცოდნა. მადლობა „ეტალონს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს