ურავის საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს
05-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
მასწავლებლებს აღნიშნულ მნიშვნელოვან დღეს თურქი ბიზნესმენი მევლუდ უჩუნჯუ ეწვიათ, რომელმაც პედაგოგებისადმი საკუთარი პატივისცემა პირადად გამოხატა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მევლუდ უჩუნჯუს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს