„გვახსოვდეს აფხაზეთი!“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაისუბნის საჯარო სკოლაში
05-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება, ჩაატარა რომელიც სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს მიეძღვნა.
VIII-IX კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ, მალხზ უნგიაძის ორგანიზატორობით კომპოზიცია - „გვახსოვდეს აფხაზეთი!“ წარადგინეს.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ პედაგოგები: მარიამ სიხარულიძე, ირმა დოლიძე, მარეხ კაპანაძე და მზია პაიჭაძე, რომლებმაც ეკრანზე სოხუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით კადრები აჩვენეს.
„ღონისძიებამ მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთხმად აღინიშნა ტკივილი, რომელიც საყოველთაოა ქართველთა და გაიჟღერა იმედმაც, რომ აფხაზეთი ოდესღაც ისევ საქართველო იქნება“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს