„როგორ შევინარჩუნოთ სულისა და სხეულის სიჯანსაღე?“- გვიშტიბის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი დაიწყო
05-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად ტარდება.
ამჯერად, მე-10 კლასში საგანში - სამოქალაქო განათლება მოსწავლეებმა პროექტის - „როგორ შევინარჩუნოთ სულისა და სხეულის სიჯანსაღე?“ განხორციელება დაიწყეს.
აღნიშნული აქტივობა პროექტული სწავლების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც სასწავლო გარემოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
აღსანიშნავია, რომ მეათეკლასელები საკითხით მეტად არიან დაინტერესებულნი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს