ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ვალერი წიწილაშვილისა და მარიამ კინწურაშვილის წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
05-10-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის წყალტუბო“ მონაწილეობდნენ. 

კონკურსში აქტიური მონაწილეობისა და საუკეთესო ჩანახატების შექმნისთვის, მერვე კლასის მოსწავლე ვალერი წიწილაშვილი და მეათე კლასის მოსწავლე მარიამ კინწურაშვილი დაჯილდოვდნენ. მათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მათი პედაგოგები მარინა ბოლქვაძე და თეა ხაცავა არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„2022-2023 სასწავლო წელი ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებებით დაიწყო. ვულოცავთ ჩენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ, კიდევ მრავალჯერ ესახელებინოთ ჩვენი სკოლა, რომელსაც არაერთი ნიჭიერი და ღირსეული მოსწავლე აღუზრდია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203