„ეს დღე ჩვენი სკოლისთვის დაუვიწყარი იქნება“- ნაგომარის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
05-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით, პედაგოგების - ჟანა სიმონიასა და რუსუდან კალანდარიშვილის აქტიური ჩართულობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს. 

„ჩართულობა იყო მაღალი როგორც მოსწავლეთა ასევე მასწავლებელთა მხრიდან. ეს დღე ჩვენი სკოლისთვის დაუვიწყარი იქნება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203