რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის კულინარიული პაექრობა გაიმართა
05-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ მასწავლებლები საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში „კულინარიული დუელი“ გაიმართა. მოსწავლეები ორ გუნდად - „მერანი“ და „მერცხლები“ - დაიყვენენ და ერთმანეთს შეეჯიბრნენ. მათ მზარეულების როლი წარმატებით მოირგეს, წინსაფრებით შეიმოსნენ და საქმიანობას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
ორივე გუნდმა არაჩვეულებრივი კერძები მოამაზადა, შემდეგ კი მაგიდებზე განათავსეს.
მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კულინარიული შესაძლებლობები გამოავლინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს