კოლოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სიურპრიზი საყვარელ პედაგოგებს 
05-10-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

ბავშვებმა პედაგოგებს სიურპრიზი გაუკეთეს და მათდამი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატეს. მოსწავლეების მოულოდნელმა საჩუქარმა მასწავლებლები სასიამოვნოდ გააოცა.

სკოლის დირექცია ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ვიდეორგოლი:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203