არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორიგინალური მილოცვა პედაგოგებს 
05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

ბავშვები გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს“ შეუერთდნენ.

მათ ინიციატივის ფარგლებში შექმნეს ვიდეორგოლი, სადაც მასწავლებლებისადმი საკუთარი წრფელი დამოკიდებულებები გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ვიდეორგოლი:

მოსწავლეების ვიდეორგოლს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ოფიციალურ facebook გვერდზე აზიარებს
 

 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203