უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ინგლისურენოვანი გაზეთი გამოუშვეს
05-10-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი გაზეთი და ორენოვანი ინფორმაციული ფლაერები დაამზადეს, გააკეთეს პრეზენტაცია. 

აქტივობის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს წერითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები განვითარებოდათ. ასევე დამოუკიდებლად მუშაობას მიჩვეულიყვნენ.

ასეთი მნიშვნელოვანი, შემეცნებითი და საინტერესო აქტივობები სკოლაში მომავალშიც იგეგმება.

სკოლის პედაგოგი ნათია ჭუმბაძე მასწავლებლებს ულოცავს პროფესიულ დღეს და თითოეულ მათგანს წარმატებებს უსურვებს.

„პედაგოგებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. ულევ წარმატებებს გისურვებთ, მრავალი ღირსეული და განათლებული თაობა აღგეზარდოთ“, - ვკითხულობთ პედაგოგის, ნათია ჭუმბაძეს მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203