„მომირთმევია მადლობა ლექსად“ - კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლის მილოცვა პედაგოგებს
05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
ბავშვები გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს“ შეუერთდნენ.
მათ ინიციატივის ფარგლებში შექმნეს ვიდეორგოლი, სადაც მასწავლებლებისადმი საკუთარი წრფელი დამოკიდებულებები გამოხატეს
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ვიდეორგოლი:
ერთ-ერთი მოსწავლის მისალოც ვიდეორგოლს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურცენტრი საკუთარ facebook გვერდზე აზიარებს