ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია არდაზიშვილმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ვიდეორგოლით მიულოცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ, თათია არდაზიშვილმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცა.
პირველკლასელი გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს“ შეუერთდა.
თათიამ ინიციატივის ფარგლებში შექმნა ვიდეორგოლი, სადაც მასწავლებლებისადმი საკუთარი წრფელი დამოკიდებულებები გამოხატა.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ვიდეორგოლი: