კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
05-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს, რომლის გაფორმებაზეც დიდი გულისყურით იმუშავეს. მათ თავიანთი ნახელავით მასწავლებლები ძალიან გაახარეს.
სკოლაში ამ დღეს ყველა პედაგოგს ულოცავენ და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს