გურჯაანის N4 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ემოციური ვიდეორგოლი მიუძღვნეს
05-10-2022
გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საყვარელი მასწავლებლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.
პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთმანეთთან დამოკიდებულება კი სასწავლო გარემოს საინტერესოსა თუ მრავალფეროვანს ხდის.
ბავშვები გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს“ შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ინიციატივის ფარგლებში შექმნეს ვიდეორგოლი, სადაც მასწავლებლებისადმი საკუთარი წრფელი დამოკიდებულებები გამოხატეს.
მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლი ყველა იმ საყვარელი მოგონებებითაა გაჯერებული, რომლებიც პედაგოგებთან აკავშირებთ.