ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული გაიმართა.
მის ფარგლებში ისეთი სპორტული აქტივობები განხორციელდა, როგორიცაა დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, სახალისო-მოძრავი თამაშები, ბაგირის გადაძალვა, მინი-ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი.
მოსწავლეები კვირეულში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. აქტივობის ხელმძღვანელები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები ფაცია კოხოძე და ავთანდილ ნარიაშვილი იყვნენ.
„სკოლა შეუერთდა ევროპის სასკოლო სპორტის დღეს,რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს