მარტყოფის N1 სკოლის პედაგოგ ლია კეჟერაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
05-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში წლევანდელი მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.

სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს და ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ლია კეჟერაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

აღნიშნულ საპატიო ჯილდოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით ღირსეულ პედაგოგებს ანიჭებს.

სკოლის დირექცია პედაგოგ, ლია კეჟერაშვილს ულოცავს დამსახურებული ჯილდოს მიღებას და ასევე, პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. მარტყოფის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ყველა მასწავლებელს პროფესიულ ღირსშესანიშნავ დღეს და წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებს!

გვინდა ჩვენი სასკოლო საზოდაგადოება კიდევ ერთი წარმატებით გავახაროთ.

გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა ჩვენი სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლია კეჟერაშვილს.

ეს წოდება საამაყო და სამაგალითოა ყველა მასწავლებლისთვის. სკოლა დიდი პატივისცემით ულოცავს დაუღალავ, შრომისმოყვარე და კომპეტენტურ ლია მასწავლებელს ამ წარმატებას, რაც უდიდესი მოტივაციაა ყველა პედაგოგისთვის იყოს სამაგალითო და ღირსეულად ერგოს დამსახურებული პატივი. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა“, - ვკითხულობთ დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203