ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს
05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ვიდეომილოცვა მიუძღვნეს, რითიც მათდამი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ბავშვებმა პედაგოგებისადმი წრფელი სიტყვები არ დაიშურეს და კეთილი სურვილები მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს