გორდის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა
05-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
სკოლა კვირეულს აქტიურად შეუერთდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ფეხბურთის თამაში.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტულად აქტიური მოსწავლეების აღზრდას გორდის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს