დმანისის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
05-10-2022
დმანისის N3 საჯარო სკოლის IV კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს კომპასის დამზადება ასწავლა. მან პატარებს საჭირო ნივთები უჩვენა და ეტაპობრივად მოამზადეს ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც კომპასის მაგივრობას გასწევს. 

გარდა ამისა, მეოთხეკლასელებმა მოამზადეს პროექტი - „ზაფხულის ერთი დღე“ და თანაკლასელებს შესაბამისი ინფორმაცია გაუზიარეს.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების კიდევ უფრო წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203