კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივას შეუერთდნენ და პედაგოგებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს
05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგებთან, რომლებიც მათ სწავლა - განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და მათ ღვაწლს აფასებენ.  ბავშვებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მოსწავლეები გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას სახელწოდებით - „ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს“ შეუერთდნენ.

ბავშვებმა ვიდეომილოცვები ჩაწერეს და პედაგოგებისადმი საკუთარი დამოკიდებულება წრფელი სიტყვებით გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

მოსწავლეთა მისალოც ვიდეორგოლს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საკუთარ facebook გვერდზე გვიზიარებს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203