„ჩვენ დავბრუნდებით!“ - საგვაზავოს საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
05-10-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ამ ტრაგიკული მოვლენების საპატივსაცემოდ საგნებში: ისტორია, ქართული და ხელოვნება ინტეგრირებული ღონისძიება სლოგანით - „ჩვენ დავბრუნდებით“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის თემაზე მოეწყო - ნახატების გამოფენა და პოეზიის საღამო. ასევე მოსწავლეებმა სიმბოლური წერილები აფხაზ თანატოლებს მისწერეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203