ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ არსებული კლუბების შესახებ მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გაიმართა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მოსწავლეთა ინტერესებსა და მათ განვითარებაზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში არაერთი კლუბი ფუნქციონირებს. V-X კლასის მოსწავლეებისთვის სწორედ მათ შესახებ გაიმართა პრეზენტაციები. მოსწავლეები ინფორმაციას როგორც აქამდე არსებული, ასევე ახალი კლუბების შესახებ გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა „პროგრესში“ სასკოლო კლუბები ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ფარგლებში დაფუძნდა და უკვე 7 წელია ფუნქციონირებს.
ამჟამად, სკოლაში მოქმედებს: English Speaking Club, ინტელექტუალური კლუბი - „რა? სად?როდის?“, დებატების, წიგნიერების, სამაგიდო თამაშებისა და მოლაშქრეთა კლუბები.