თაზაქენდის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
05-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.

პედაგოგები ბავშვებს ყოველთვის ისეთ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მეექვსე კლასში ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მეექვსე კლასის მოსწავლე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. აღნიშნული სიგელი კი მისი თანასკოლელებისთვის დამატებითი მოტივაცია გახდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203