დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
05-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამაგდარი პედაგოგების ღვაწლს აფასებენ. მეხუთეკლასელებმა, მასწავლებლის ანა ქავზინაძის ხელმძღვანელობით, საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ბავშვებმა საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებს, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა, რომ მათ სწავლა - განათლებაზე ყოველთვის დაუღალავად ზრუნავენ.

„მე-5 კლასის მოსწავლეები მასწავლებლის დღეს გილოცავთ ძვირფასო პედაგოგებო! იხარეთ და იბედნიერეთ მრავალჟამიერ!“, - ვკითხულობთ ბავშვების მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203