„გმადლობთ, მასწავლებელო!“- შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის კვირეული მიმდინარეობს.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „გმადლობთ, მასწავლებელო!“, მოამზადეს. მათ გაზეთში პედაგოგების შესახებ ნათქვემი ციტატები და ლექსები განათავსეს.
გაზეთის დიზაინზეც თავად იზრუნეს - საკუთარი ნახატებით გააფორმეს და მილოცვა დაიტანეს. ისინი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავენ და მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება, ეტაპობრივად, კვირის ბოლომდე განხორციელდება.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: