„ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!“ - ორთაბათუმის საჯარო სკოლაში სპორტის კვირეული ჩატარდა
05-10-2022

სპორტი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ეს კარგად იციან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ამიტომ მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ორთაბათუმის საჯარო სკოლაში ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული ჩატარდა. სხვადასხვა სპორტული აქტივობით გაჯერებული კვირეული 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

„ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!“- ასეთია ორთაბათუმის საჯარო სკოლებების მოწოდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203