ცხუნკურის N2 სკოლის მასწავლებლები - ხათუნა სულაბერიძე და შორენა აფულავა პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
05-10-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა ტრენინგებს გადიან და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

სკოლის პედაგოგებმა - ხათუნა სულაბერიძემ და შორენა აფულავამ 2021- 2022 აკადემიურ წელს, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მასწავლებლებს წარმატებას ულოცავენ და პროფესიულ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203