
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგში მონაწილეობენ.
სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა - მანანა შალიკიანმა, სოფიო ახვლედიანმა და მაია ლომთაძემ2021- 2022 აკადემიურ წელს, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ.
სკოლაში პედაგოგების წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„დღნორისის საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლებს - მანანა შალიკიანს, სოფიო ახვლედიანს და მაია ლომთაძეს, ულოცავს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში მიღწეულ წარმატებას და უსურვებს მათ პროფესიული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ და კიდევ მეტ წინსვლას“,- ვკითხულობთ მისალცო წერილში.
იხილეთ ფოტოები: