საწირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა
05-10-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, გეზრბენში წარმატებით იასპარეზა. 

ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, ტყიბულში, სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023 -(გეზრბენი) საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაში საწირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი აქტიურად ჩაერთო. მოსწავლეებმა საპრიზო ადგილიც დაიმსახურეს. ​

დაჯილდოვდნენ მასობრივ გარბენში გამოვლენილი გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიალი ღია სივრცეში მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი რამდენიმე თვის განმავლობაში, ცხრა სხვადასხვა სახეობაში გაიმართება.

ოლიმპიადაზე სკოლა ასახელეს:

1.ლევან ცნობილაძემ ( I ადგილი);

2.ნიკა ჭანტურიძემ;

3.გიგი გელაძემ;

4.შაქრო ქარქაშაძემ;

5.ნიკოლოზ გელაძემ;

6.ლუკა ქაშიბაძემ.

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი გიორგი ბასილაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მათი სპორტის მასწავლებელს, გიორგი ბასილაძეს, მიღწეულ წარმატებას!​წარმატებები ჩვენს გუნდს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203