ეშტიის N2 სკოლის მოსწავლეები პოლიციელის საქმიანობას გაეცნენ
05-10-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში, პოლიციელებთან პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოლიციელის საქმიანობის გაცნობა და ბავშვების ცოდნის შემოწმება. ბავშვებმა მოამზადეს პლაკატები ბავშვთა უფლებების შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პოლიციელმა ბავშვებს ძალიან საინტერესო თამაში შესთავაზა. მოსწავლეებმა ახალი ცოდნა თამაშ-თამაშით შეიძინეს.  

„ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შეხვედრა იყო“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203