წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ
05-10-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში „მოხალისე წყლის ადვოკატები“, მონაწილეობენ.

მასში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები - მარიამ ჯურხაძე, ლიზი ჯომიდავა და გრეტა დვალიშვილი მონაწილეობენ. რის შემდეგაც ისინი, მენტორების ჩართულობით, ადვოკატირებისა და სინფორმაციო კამპანიებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში გამართავენ.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის” პარტნიორობით იმართება. მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მონაწილეები საირმეში შეიკრიბნენ, სადაც მათ გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე შეხვდა. მან მოხალისეებთან ერთად პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო მოზარდებმა საპატიო სტუმარს თავიანთი იდეები და გეგმები გაუზიარეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები იღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებსა თუ ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემში/სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და აწარმოონ ადვოკატირების კამპანიები, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ასევე დაიცვან უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები.

იხილეთ ფოტოები:











 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203